[ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე ჩანაწერის] მიზანი იყო ის, რაც მიზანი იყო თავის დროზე საქართველოს დასჯის, როდესაც მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს. მაშინ ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც ჩვენ დღემდე რომანტიკულად უსამართლო გადაწყვეტილებას ვეძახით. მაგრამ რეალურად ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება რაღაცის გამო, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას.
ეს არის მორიგი მცდელობა, რომ დავისაჯოთ იმ ქცევებისთვის, რაც მათ მიაჩნიათ, რომ არის შეუფერებელი. არადა, შეუფერებელი ვერ იქნება ის, რომ შენ გინდოდეს, არ დაკარგო მეობა, არ წაშალო საკუთარ თავში ეროვნული მეხსიერება და არ მოარღვიო ის ტრიადა, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ერი. ეს გახლავთ – მამული, ენა, სარწმუნოება. და არ წაშალო ბევრი რამე, რის გარეშეც უბრალოდ, ქართველი ვეღარ იქნები.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც არ უნდა იყოს ეს ტექსტი, ის მიღებულია და კენჭნაყარია ევროპარლამენტარების მიერ, რომლებიც არ არიან ისინი, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ, ისინი არ არიან ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო. ისინი იყენებენ უფლებამოსილებებს და იღებენ რეზოლუციებს თუ რეკომენდაციებს, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები მათი აზრით, როგორ უნდა მოიქცნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება მიღებული, უბრალოდ, პროცედურიდან გამომდინარე წარმოუდგენელი და შეუძლებელია, მაგრამ რეზოლუცია რეზოლუციად რჩება, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, როგორ ცდილობს არაერთი ევროპარლამენტარი იმ ევროპარლამენტში, რომელიც ცნობილია თანხების სანაცვლოდ გადაწყვეტილებების მიღებით და თანხების სანაცვლოდ გარკვეული პოზიციების დაჭერით, მორიგჯერ დასაჯოს ქართველი ერი, რა, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება, ისევე, როგორც ვერ მოხერხდა ჩვენთვის სტატუსის წართმევა.
ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც შეიცავს შესწორებას რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვის შესახებ.