ქალბატონ რიმას [ბერაძე] მადლობას ვეუბნები მადლობის თქმისთვის, მაგრამ ილიას მუზეუმი აღადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჩვენ მხოლოდ გარკვეული ფუნქცია გვქონდა. მადლობა, რომ ამას აღნიშნავთ, თუმცა ეს ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, რომელიც გაგდებულია დარბაზიდან, არ მოეწონა და ეს გამიკვირდა. იმიტომ, რომ როდესაც 60 წლის ქალი ისე, რომ შენთვის ნებართვა არავის მოუცია, დილით, შუადღეს, საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში, თქვენ [რიმა ბერაძემ] რომ მე ცოტა კომპლიმენტი მითხრათ, ამაში რა არის ცუდი ამის ფონზე, არ ვიცი, მაგრამ მადლობა, რომ ეს აღნიშნეთ.
მიმართა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ქართული ოცნების დეპუტატს რიმა ბერაძეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ბერაძემ წულუკიანს ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა რეპლიკით – “ტაში, ამხანაგებო, ტაში”. ამაზე, ჩარკვიანს წულუკიანი გამოეხმაურა კითხვით – “დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?”.