წულუკიანი ანდრიუს კუბილიუსზე: დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა!

ალბათ, დროა გადავიდეთ იმაზე, რომ ვთქვათ: დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა! – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
აღნიშნული განცხადება კომისიის სხდომაზე წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კომისიის სხდომაზე მიწვეულმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანდრიუს კუბილიუსი იმ პირებს შორის დაასახელა, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლიდა.