წულუკიანი ამტკიცებს, რომ გახარიასგან ეტკინა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, , TV იმედის ეთერში, ამბობს:
“გახარია ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ყველასთვის და ჩემთვის მითუმეტეს მას მერე, რაც მან ძალიან ბევრი ტყუილი თქვა, როდესაც ორჯერ გამოვკითხეთ. ისეთ შემთხვევებზეც კი თქვა ტყუილი, იმ შეხვედრებთან დაკავშირებით, სადაც მე ვესწრებოდი და ვიცი, რომ ეს ასე კი არა, სხვანაირად იყო და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩვენ მას ვენდობოდით”
პროკურატურამ გახარიას დღეს ბრალი ჩორჩანას საგუშაგოსა და 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე წარუდგინა. პროკურატურის ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ