წულუკიანი: აერაერთი მოქალაქე გამოვკითხეთ, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძე იყო ნაციონალური მოძრაობის დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით სამედიცინო ენაზე

“ჩვენ აერაერთი მოქალაქე გამოვკითხეთ (ბიზნესმენები), რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ იყო ნაციონალური მოძრაობის დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით სამედიცინო ენაზე და ბადრი ჯაფარიძე ბანკთან ერთად კეზერაშვილის და სააკაშვილის ავატარები იყვნენ, რომლებიც ხანდახან, როგორც მოქალაქეები ამბობდნენ მივიდოდნენ და შესთავაზებდნენ ამა თუ იმ ბიზნესს, რომ “შემოვალთ წილში და ერთად გავაფართოვოთ ბიზნესი, ყველამ ერთად, კარგად ვიცხოვროთო” და შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ თურმე ამის უკან კეზერაშვილი დგას, რომელიც შემდეგ წაართმევდა მოცემულ ბიზნესმენს ამ ბიზნესს”. – თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკომისიის წერილში ორი მთავარი საკითხია: გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც გვექნება დისკუსია და ლგბტ თემის პროპაგანდის მოზარდებში გავრცელების შეუფერხებლობა, რაზეც ასევე ჩვენი პოზიციები გვაქვს

დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე – ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო