წულუკიანი ადასტურებს, რომ EU-ში უვიზოს შეჩერებაზე რეალურად მსჯელობენ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ადასტურებს, რომ ევროკავშირი ნამდვილად, რეალურად მსჯელობენ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. ამის შესახებ წულუკიანმა რ2-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
“ისინი ამაზე [უვიზოს შეჩერებაზე] რეალურად მსჯელობენ. ეს შემიძლია ვთქვა. მე არ ვიცი წინასწარ რა იქნება, მაგრამ ვიცი, რომ რეალურად მსჯელობენ ამაზე და როგორც მათივე ენაზე ამბობენ ხოლმე, they do mean it – ანუ ისინი ნამდვილად ამას გულისხმობენ და განიხილავენ. ეს ჩემი აზრით ფასადური არ არის”, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება.
“ჩვენ როგორც ვიქცეოდით ხოლმე გაჭირვებისას, როცა გარედან მოდიოდა უსიამოვნო რამ ან თავი გვქონდა დასაცავი… ვაკეთებდით იმას, რაც ჩვენს ხელთ იყო და ვაკეთებდით მაქსიმუმს. ასე გააკეთებს სახელმწიფო ახლაც და რა გამოვა აქედან, ყველა ერთად დავინახავთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?