წულუკიანის კომისია ვაშაძის და მელიას წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

წულუკიანის კომისია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.
„ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს, 10:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადებულა.
კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი, რომ ვაშაძის საქმე პროკურატურას გადაეგზავნოს, რაც დღის ბოლომდე მოხდება.
იგივე პროცედურა დააანონსა წულუკიანმა სთან დაკავშირებით, თუ ის დღეს კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდება.
„დღეს სხდომაზე დაბარებულია ბატონი ნიკა მელია და მე მას მოვუწოდებ, მობრძანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს იგივე გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც მივიღეთ გიორგი ვაშაძის შემთხვევაში“, — განაცხადა წულუკიანმა.
“ქართულმა ოცნებამ” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნა 2003-2012 წლებში მმართველი ხელისუფლებისა და მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს. მოგვიანებით, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მ განაცხადა, რომ კომისიის მანდატი გაფართოვდება და 2012 წლიდან დღემდე პერიოდსაც მოიცავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კომისიის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით ისჯება.
ამ მუხლით ბრალი წაუყენეს ს, ბადრი ჯაფარიძეს და ირაკლი ოქრუაშვილს.
10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კომისიაზე დაიბარეს ექსპრემიერი, პარტიის „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია. თუმცა უცნობია, აპირებს თუ არა გახარია ყოფილი თანაგუნდელების კითხვებს კომისიის ფორმატში უპასუხოს.