წულუკიანის კომისია გვარამიას, ხაზარაძის და ვაშაძის საქმეს პროკურატურას ხელმეორედ გადასცემს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ს, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ კომისიის სხდომაზე განმეორებით გამოკითხვაზე უარის გამო, წულუკიანის კომისია პროკურატურას მეორედ მიმართავს:
,,უნდა გადავწყვიტოთ ბატონი ს, მამუკა ხაზარაძის და გიორგი ვაშაძის საკითხები. ჯერ თავისუფლებაზე ყოფნის დროს დაიწყო საუბრები და შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამივეს ჩაბარდა შეტყობინება და სამივემ წერილობით განაცხადა უარი ჩართვაზე პენიტენციურიდან. […]” – თქვა თეა წულიკიანმა, რის შემდეგაც “საგამოძიებო კომისიის” წევრებმა მხარი დაუჭირეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეების პროკურატურისთვის გადაცემას