წულუკიანის კომისიამ ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვა გადაწყვიტა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად პროკურატურას მიმართავს. საკითხს სხდომაზე დღეს, 26 მარტს, უყარეს კენჭი – მიზეზად დასახელდა პოლიტიკოსის გამოუცხადებლობა სხდომაზე.
საგამოძიებო კომისია გუშინ, 25 მარტს, შპს „მაგნატის“ საქმეს განიხილავდა. სხდომაზე მიიწვიეს კომპანიის მესაკუთრე, ჯემალ ლეონიძე. ის წინა ხელისუფლების დროს ავტოგასამართი სადგურების ქსელ „მაგნატს“ ფლობდა. ჯემალ ლეონიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დაპატიმრებას ედავება. მისი თქმით, ამ საქმეში ჩართული იყო ც. ხაზარაძეც და ჯაფარიძეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ ბანკის“ მეწილეები და ხელმძღვანელები იყვნენ.
სხდომაზე არ გამოცხადდა მამუკა ხაზარაძეც, რის გამოც მის წინააღმდეგაც პროკურატურისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღეს, პროკურატურამ კი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ეს არის ანგარიშსწორება:
„ეს არ არის ახალი ან პირველი შემთხვევა, ეს არის ივანიშვილის მხრიდან ადამიანების წინააღმდეგ ანგარიშსწორება და დასჯის მცდელობა იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც ცდილობდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო არ დაბრუნებულიყო ს ორბიტაზე. ეს ადამიანები ცდილობდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ანაკლიის პორტი, რომელიც ივანიშვილმა რუსეთის დავალებით გააჩერა“.
კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
· მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
· „ქართული ოცნებიდან“ (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.