წულუკიანის კომისიამ გვარამიას, ხაზარაძისა და ვაშაძის საქმეები პროკურატურას კიდევ ერთხელ გადაუგზავნა

„ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ს („კოალიცია ცვლილებისთვის“), მამუკა ხაზარაძის („ლელო – ძლიერი საქართველო“) და გიორგი ვაშაძის („სტრატეგია აღმაშენებელი“) საქმეები პროკურატურას გადაუგზავნა. მიზეზი ისაა, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები არ ჩაერთნენ კომისიას საპატიმროდან.
„პროკურატურა რა კვალიფიკაციას მისცემს, ეს მისი პრეროგატივაა, ჩვენ ეს უნდა გავუგზავნოთ სისხლის სამართლის დევნის ორგანოს. ჩვენ მოვიქცეთ ჩვენს კონსტიტუციურ ფარგლებში და პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება“, – თქვა სხდომაზე კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სამივე პოლიტიკოსი უკვე პატიმრობაშია. ს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ს – 8-თვიანი, ც პატიმრობაშია, თუმცა მისი განაჩენი ხვალ გამოცხადდება.
მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი – კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს