წულუკიანის კომისიაზე ხაზარაძე კიდევ ერთხელ დაიბარეს

„ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი – „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი . კომისიის თავმჯდომარის, ს ხელმოწერილი წერილი 17 ივნისით არის დათარიღებული.
ს სადავო პარლამენტში შექმნილ კომისიაზე 30 ივნისს ელიან.
„გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“, – წერია წერილში.
მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ არ აპირებს ამ კომისიაზე მისვლას:
„მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ!.. ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!“
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარეა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი .
„ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მას 2 აპრილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. საქმის განხილვა გრძელდება, მას ერთ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმის გადახდა ემუქრება.
მასავით კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც: მისი თანაპარტიელი (ბადრი ჯაფარიძე), „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები (, , ზურა ჯაფარიძე) და ასევე სხვა პოლიტიკოსები. ს, სა და ზურა ჯაფარიძის მსგავსად, ამ საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული ირაკლი ოქრუაშვილსაც. მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და მ („სტრატეგია აღმაშენებელი“) გირაო გადაიხადეს.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. თუმცა გუშინ, 16 ივნისს, ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ