წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი ოქრუაშვილსაც წარუდგინეს

„ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ბრალი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილსაც წარუდგინა.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს.
ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის საგამოძიებო კომისიას მასკარადს უწოდებს და აცხადებს, რომ იქ არავინ არ უნდა მივიდეს.
„არავის არ აქვს მორალური უფლება არანაირი არგუმენტებით გამოცხადდეს იმ მასკარადსა და ე.წ. კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის, მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ეს არის ჩემი პოზიცია.
ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ხარება დღეს ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შენობაში [პროკურატურაში] და ზოგადად ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ და მათთვის უცხოა ეს ყველაფერი. ამიტომ სწრაფი წესით წარმიდგინეს ბრალი“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის კერა გახდა – ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლის 90%-ს შეუწყდა