წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთ ლიდერს, ს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია მიიღო.
გარდა ამისა, მელიას განაჩენს 25 000 ლარი დაემატა 2019 წლის განაჩენთან დაკავიშირებით. 2019 წელს მელია “სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების” საქმეში დამნაშავედ ცნეს.
მელია პროცესზე არ იმყოფებოდა. ის მოსამართლე ზვიად შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო პროცესიდან გაძევებულია.