,,წულუკიანის გარდა, სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეთ მთელი იმ წლების განმავლობაში, რომელსაც სიკვდილით დასჯა აქვს გამოტანილი?” – შარმანაშვილი

,,ქართული ოცნების” წევრი თენგიზ შარმანაშვილი:
“თქვენ რა გგონიათ, უზენაეს სასამართლოში მაშინ პირველი ინსტანციით განიხილებოდა ის საქმეები, რომლითაც სიკვდილით დასჯა იყო განსაზღვრული? წულუკიანის გარდა, სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეთ მთელი იმ წლების განმავლობაში, რომელსაც სიკვდილით დასჯა აქვს გამოტანილი? დარწმუნებული ვარ, ჟორჟოლიანს მოუწევს სერიოზული პასუხის გაცემა, სასამართლოს წინაშე, მის მიერ გაცემული არასწორი ინფორმაციის გამო. მე სწორედ მაშინ ვიყავი დეპუტატი, როცა სისხლის სამართლის კოდექსიდან, სიკვდილით დასჯა ამოვიღეთ. სააკაშვილს ჰქონდა ერთი ხმა და მისცა, სააკაშვილი არ ხელმძარვანელობდა ამას, რამდენიც არ უნდა დაიბრალოს, ეგ არის ჯონი ხეცურიანის გაკეთებული, წიგნიც აქვს გამოცემული და თუ არ ვცდები, ჩემი სახელი და გვარიც ფიგურირებს”

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი, რომელმაც შესაბამის სამსახურებს, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა კვებისთვის, 24 177.3 კგ ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი მიაწოდა

თამო კეშელავა: ჯარისკაცებს და პოლიციელებს წამლავთ, ბავშვებს ბაღის ფულს პარავთ, სკოლები დაანგრიეთ და არ შენდება, სამხარაული გაგინიავებიათ, უნივერსიტეტებს აუქმებთ, პარლამენტის შენობას ყიდით და რაც გამომრჩა, ყველაფერში ხელი გაქვთ ჩაყოფილი…