წოწორიას რეფორმის გატარებით უკრაინამ და მოლდოვამ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები, ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით

წოწორიას რეფორმის გატარებით უკრაინამ და მოლდოვამ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები, ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით
წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციაზე ვეტინგის სისტემის შემოღების კენჭისყრას ეხებოდა.
პრემიერის შეფასებით, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით, ვეტინგის შემოღება კი საპირისპიროს აღიარებას ნიშნავს.
„ვერ გეტყვით, რამდენი მოსამართლე შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას. თუ აღმოჩნდება ისე, რომ 300-ზე მეტი მოსამართლე პირობითად მხარს უჭერს საერთო პოზიციას, ეს იქნება ძალიან სწორი, ეს დაემთხვევა ერთი – ჩვენს პოზიციას, მაგრამ მარტო სუბიექტურები არ ვართ ამ ყველაფერში, აქ მარტივ საკითხებზეა საუბარი, „ვეთინგი“ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო შემდგარი ინსტიტუტებით.
კი ბატონო, უკრაინას აქვს ამის უფლება, მოლდოვას აქვს ამის უფლება, „ვეთინგის“ შემოღებით და წოწორიას რეფორმის გატარებით მათ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო შემდგარი ინსტიტუტებით და მართლაც ასეა, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს შემდგარი ინსტიტუტები. აქედან გამომდინარე წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო,“– აღნიშნა პრემიერმა.
Next: ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას დღის წესრიგში, არის ცესკოს როგორმე დისკრედიტირება, რაც არ გამოუვათ, ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს