წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა გამთენიისას მოახერხეს. ალპურ ზონაში, ბალახი იწვოდა.
ხანძრის ქრობის სამუშაოები ყველა შესაბამისი სპეცაღჭურვილობის საშუალებით მიმდინარეობდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე იყო, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რისი დახმარებითაც, მეხანძრე -მაშველების ცეცხლის გავრცელების ადგილზე გადაყვანა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინვე ითქვა, რომ დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი