წმინდა წყლის პუტჩისტები არიან – სოსო მანჯავიძე სალომე ზურაბიშვილზე

პუტჩს აანონსებენ ესენი. პუტჩია ჩვეულებრივი, ხომ გახსოვთ ეროვნული კონგრესი რომ შექმნეს, რომ ჩატარდა პარლამენტის და მერე პუტჩი რომ მოხდა. იგივე სქემაა, უნდათ, რომ შექმნან მეორე პოლიტიკური ცენტრი. გასაგებია, რომ აქვთ მხარდაჭერა, ფული და ვალდებულებები და შესაბამისად ცდილობენ ამას, თუმცა ახლა არა მგონია, რომ ეს გამოუვიდეთ, – ასე უპასუხა გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” ჟურნალისტის შეკითხვას პრეზიდენტის, ს მიერ არჩევნების არ აღიარების, მისთვის უფლებამოსილების გაგრძელების მოთხოვნისა და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები წმინდა ფაშიზმია, ისინი ძალაუფლებისკენ მიისწრაფვიან იმის მიუხედავად რა შედეგები დადგება რეალურად საარჩევნო პროცესის შედეგად და ფაშისტებთან მოლაპარაკება გამორიცხულია. მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციას სურს არაკონსტიტუციური გზით გადაატრიალონ ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ეს გამოიწვევს უდიდეს უბედურებას.
„ახლა თვითონ ეს წმინდა ფაშიზმია, როგორც მაშინ იყო ისე ახლა და რა არის ფაშიზმის დამახასიათებელი თვისება – ისინი ძალაუფლებისკენ მიისწრაფვიან იმის მიუხედავად რა შედეგები დადგება რეალურად საარჩევნო პროცესის შედეგად. გამორიცხულია, ფაშისტებს ვერ მოელაპარაკები. შეეცადო მართო ქვეყანა, მაშინ, როდესაც გყავს ასეთი ძალა ოპოზიციაში, ე.წ. ოპოზიციაში, თორემ არანაირი პოლიტიკური ოპოზიცია ეს არ არის, მე მათგან არავითარი პოლიტიკური, რაც რეალური პოლიტიკაა, არაფერი გამიგონია, გარდა იმისა, რომ იძახიან ხან , ხან ისა, რაღაც გეოპოლიტიკაზე არიან ძირითადად ორიენტირებული და ასრულებენ იმ დავალებებს, რომელიც მოსდით.
მართო ამ ძალასთან ერთად იგივეა, რომ სახლში გყავდეს სკუნსი და ფრანგულ სუნამოებს ისხამდე, იმიტომ, რომ ის სკუნსი გამოაფრქვევს ბოლო ბოლო ჯირკვლებიდან, იმას, რაც აქვს და აგაქოთებს და აქედან გამომდინარე ეს შეუძლებელია. რაც არ უნდა საარჩევნო ბალეტი იცეკვოს „ოცნებამ“, როგორი პირუეტებიც არ უნდა აკეთოს და გედების ტბა იცეკვოს, მაინც გამოუცხადებენ, რომ არ არის ლეგიტიმური და მორჩა. რასაც ესენი აკეთებენ წმინდა წყლის პუტჩისტები არიან, წმინდა წყლის არაკონსტიტუციური გზით უნდათ გადაატრიალონ ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ეს გამოიწვევს უდიდეს უბედურებას, რომ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენ ისეთს“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში