,,წმინდა პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უკეთესია, რომ ეს კანონი იქნას მიღებული“ – გია ხუხაშვილი

ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს:
,,წმინდა პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უკეთესია, რომ ეს კანონი იქნას მიღებული.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით სრულფასოვანი ლუსტრაციის პროცესში, რომლის შედეგადაც ზუსტად გვეცოდინება, ვისთან ერთად წავალთ ევროპულ საქართველოში და ვის გავისტუმრებთ ისტორიის სანაგვეზე.
ვინც ხვალ რუბიკონს გადალახავს, მან უნდა იცოდეს, რომ ვერანაირი “ბიძინა მავალებდა, მაშანტაჟებდა”, ვერანაირი შეძრომა-გამოძრომა, თავზე ნაცრის დაყრა ვერ უშველის, რადგან ჩადიან დანაშაულს, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს.
ჩვენი ჩარევაც არ დასჭირდებათ – საკუთარი შვილები გამოუტანენ განაჩენს.”

ასევე დაგაინტერესებთ