“წმინდანი არ ვარ, მაგრამ ჩემთან ჩხუბი ყველას სურს” – ვინისიუს ჟუნიორი

მადრიდის “რეალის” შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა ესპანეთის სუპერთასის ფინალის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ბრაზილიელის თქმით, იგი ანგელოზი არ არის, თუმცა ხშირად მის პროვოცირებას მეტოქეები ახდენენ.
“ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, გატანილი გოლებით გუნდს ტიტულის მოგებაში დავეხმარე, რაც შეეხება მეტოქესთან კამათს, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება.
თავს ცუდად ვგრძნობ იმის გამო, რომ მეტოქეებს ჩემთან ჩხუბი სურთ, რადგან იციან, რომ პრესაში ამის შესახებ დაწერენ. ანგელოზი არ ვარ, ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ მინდა საკუთარი თამაში გავაუმჯობესო”, – განაცხადა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, “რეალმა” ესპანეთის სუპერთასის მოგება ისტორიაში
მე-13-ედ მოახერხა.