წლის ფლანგვა, წლის ქარწაღებულნი და ა.შ. |”ფლანგვის დეტექტორმა” სხვადასხვა კატეგორიაში “გამარჯვებულები” გამოავლინა

წლის ფლანგვა, წლის შეუსრულებელი მისია, წლის ანტიდასავლური ტენდერი, წლის ჯარიმა, წლის ქარწაღებულნი – ამ კატეგორიებში “ფლანგვის დეტექტორმა” ყველაზე ხმაურიანი ქეისები გამოყო და “გამარჯვებულებიც” გამოავლინა. “ფლანგვის დეტექორის” მონაცემებით:
წლის ფლანგვა: 2020-2023 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2,274,897 ლარის საწვავი მოიხმარა, რის გამოც წლის ფლანგვის კატეგორიაში პირველ ადგილზე მოხვდნენ. წლის შეუსრულებელი მისია: სამტრედია-გრიგოლეთი გზის რეაბილიტაცია რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს ამ დრომდე არ დასრულებულა, ხოლო ხარჯები 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. წლის ანტიდასავლური ტენდერი: თბილისის მერიამ ქუჩების მოსარწაყავად სანქცირებული “კამაზები” შეიძინა, რაშიც 4 მილიონი ლარი გადაიხადა. წლის ჯარიმა: საგარეო სესხით დაფინანსებული პროგრამების შეუსრულებლობის გამო, 2018-2022 წლებში ბიუჯეტიდან 25,7 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწია. წლის ქარწაღებულნი: 41-მა მუნიციპალიტეტმა მილიონ ლარზე მეტი დახარჯა დროშის ბოძების შესასყიდად.
ვრცლად