წლის „სპორტული ოსკარის“ ნომინანტები ცნობილია

21 აპრილს მადრიდში Laureus World Sports Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდებიან.
ეს დაჯილდოება თანამედროვე სპორტში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია და მას „სპორტულ ოსკარსაც“ უწოდებენ. ის 2000 წელს დაარსდა, ხოლო მიზანი სპორტის პოპულარიზაცია და მისი სოციალური გავლენის გაძლიერებაა.
Laureus-ის ჯილდო ყველაზე მეტჯერ, ექვსჯერ ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა მოიგო, ხოლო წლის საუკეთესოს წოდებაზე ყველაზე მეტჯერ ნომინირებული გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი გახლდათ.
წლევანდელები ნომინანტები:
წლის მამაკაცი სპორტსმენი: კარლოს ალკარასი (ესპანეთი, ჩოგბურთი), მონდო დუპლანტისი (შვედეთი, მძლეოსნობა), ლეონ მარშანი (საფრანგეთი, ცურვა), ტადეი პოგაჩარი (სლოვენია, ველორბოლა), მაქს ფერსტაპენი (ავტორბოლა).
წლის ქალი სპორტსმენი: სიმონ ბაილსი (, ტანვარჯიში), აიტანა ბონმატი (ესპანეთი, ფეხბურთი), სიფან ჰასანი (ნიდერლანდები, მძლეოსნობა), ფაიტ კიპიეგონი (კენია, მძლეოსნობა), სიდნი მაკლაფლინ-ლევრონი (აშშ, მძლეოსნობა), არინა საბალენკა (ბელარუსი, ჩოგბურთი).
წლის გუნდი: „ბოსტონ სელტიკსი“ (აშშ, კალათბურთი), „ბარსელონას“ ქალთა გუნდი (ესპანეთი, ფეხბურთი), „მაკლარენი“ (დიდი ბრიტანეთი, ფორმულა 1), მადრიდის „რეალის“ მამაკაცთა გუნდი (ესპანეთი, ფეხბურთი), ესპანეთის მამაკაცთა ნაკრები (ფეხბურთი), აშშ-ის მამაკაცთა ნაკრები (კალათბურთი).
წლის აღმოჩენა: ჟულიენ ალფრედი (სტ.ლუსია, მძლეოსნობა), ლევერკუზენის „ბაიერის“ მამაკაცთა გუნდი (გერმანია, ფეხბურთი), სამერ მაკინტოში (კანადა, ცურვა), ლეტსილ ტებოგო (ბოტსვანა, მძლეოსნობა), ვიქტორ ვემბანიამა (საფრანგეთი, კალათბურთი), ლამინ იამალი (ესპანეთი, ფეხბურთი).
წლის დაბრუნება: რებეკა ანდრადე (ბრაზილია, ტანვარჯიში), კაელებ დრესელი (აშშ, ცურვა), ლარა გუტ-ბეჰრამი (შვეიცარია, სათხილამურო სპორტი), მარკ მარკესი (ესპანეთი, მოტორბოლა), რიშაბ პანტი (ინდოეთი, კრიკეტი), არიარნე ტიტმუსი (ავსტრალია, ცურვა).
ექსტრემალურ სპორტში წლის საუკეთესო: იუტო ჰორიგომე (იაპონია, სკეიტბორდინგი), ქლოი კიმი (აშშ, სნოუბორდინგი), კაროლაინ მარქსი (აშშ, სერფინგი), ალექსანდრა მიროსლავი (პოლონეთი, სწრაფი ცოცვა), ტომ პიდკოკი (დიდი ბრიტანეთი, მთის ველოსიპედით რბოლა), არისა ტრიუ (ავსტრალია, სკეიტბორდინგი).
წლის პარასპორტსმენი: კატრინ დებრუნერი (შვეიცარია, მძლეოსნობა), ტერესა პერალესი (ესპანეთი, ცურვა), ტოკიტო ოდა (იაპონია, ეტლით ჩოგბურთი), მეტ სტუცმანი (აშშ, მშვილდოსნობა), ჯიანგ იუიანი (ჩინეთი, ცურვა), ჩუ ძიმო (ჩინეთი, ეტლით ბადმინტონი).
სპეციალური პრიზი „სპორტი კეთილი მიზნებისთვის“: ლესოთო – ფეხბურთი და გენდერული თანასწორობა, აშშ – ფიგურული ციგურაობა და რასობრივი თანასწორობა, ესპანეთი – სერფინგი და ინკლუზია, იტალია – ფეხბურთი და სოციალური ინტეგრაცია, საფრანგეთი – კალათბურთი და გენდერული თანასწორობა, დიდი ბრიტანეთი – მრავალსპორტი და დასაქმება.
გასულ წელს საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დასახელდა, ხოლო ქალთა შორის საუკეთესოდ ფეხბურთელი აიტანა ბონმატი აღიარეს.
1tv.ge