წლის პირველ ნახევარში საქართველომ ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდა

წელს 6 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა.
როგორც Galt & Taggart-ის მიმოხილვაში წერია, იანვარ-ივნისში ქვეყანამ ჯამში 6.9 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა.
დოკუმენტის მიხედვით საქართველოს მოხმარება 2024 წლის 6 თვესთან შედარებით, 2%-ით არის გაზრდილი.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში მოხმარების მატება ძირითადად პირდაპირი (4.5%-ით) და საცალო მომხმარებლების (4.2%-ით) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო.
იანვარ-ივნისში ოკუპირებული ს რეგიონის მოხმარება თითქმის 5%-ით შემცირდა. ჯამში წელს აფხაზეთმა დაახლოებით 1.3 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა.