2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 1.8%-ით შემცირდა და და 10 მილიარდ 319 მილიონი დოლარი შეადგინა. კლება ძირითადად ექსპორტის 6.7%-იანი შემცირებით არის განპირობებული. რაც შეეხება იმპორტს, საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად ამ პერიოდში 7 მილიარდ 471 მილიონი დოლარი გავიდა, რაც წლიურად მცირედით – 0.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი, რუსეთი და აშშ. წლის პირველ ნახევარში უმსხვილესი საიმპორტო მიმართულებებიდან ოთხის შემთხვევაში საქონლის შეძენის მაჩვენებელი შემცირდა, ხოლო დანარჩენ ექვსში – გაიზარდა. აქედან აღსანიშნია, რომ საიმპორტო ქვეყნების პირველ ათეულში ჰონ-კონგიც მოხდა, საიდანაც იმპორტი რეკორდულად გაიზარდა.
TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი:
· თურქეთი – $1.2 მილიარდი, ზრდა – 2.8%;
· რუსეთი – $857 მილიონი, კლება – 7.5%;
· აშშ – $771.2 მილიონი, კლება – 18.5%;
· ჩინეთი – $709 მილიონი, ზრდა – 23.1%;
· გერმანია – $498 მილიონი, ზრდა – 6.3%;
· აზერბაიჯანი – $279 მილიონი, კლება – 12.5%;
· იაპონია – $207 მილიონი, კლება – 20%;
· იტალია – $200 მილიონი, ზრდა – 10.5%;
· საფრანგეთი – $150.9 მილიონი, ზრდა – 9.5%;
· ჰონ-კონგი – $143.9 მილიონი, ზრდა 181.9%.
რაც შეეხება უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს, წლის პირველ ნახევარში რეიტინგში პირველ ადგილს ტრადიციულად მსუბუქი ავტომობილები იკავებენ, რომლის იმპორტმა 1 მილიარდ 246 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 16.7% შეადგინა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტომობილების იმპორტის მაჩვენებელი მიმდინარე წელს კლების ტენდენციით ხასიათდება.
იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:
· მსუბუქი ავტომობილები – $1.2 მილიარდი, კლება – 19.7%;
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $631 მილიონი, ზრდა – 27.3%;
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $318 მილიონი, ზრდა – 20.7%;
· ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – $226 მილიონი, კლება – 17.8%;
· გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $162 მილიონი, ზრდა – 85%;
· სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის – $145 მილიონი, კლება – 19.7%;
· სატვირთო ავტომობილები – $99.4 მილიონი, ზრდა – 34.5%;
· წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – $76.1 მლნ, ზრდა – 36.6%;
· სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – $72.9 მლნ, კლება – 0.8%;
· შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები – $65.3 მლნ, ზრდა – 7.2%.