წლის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ ნიშნავს, რომ ძალიან აგრესიულად გაგრძელდება განაკვეთის კლება – ოთარ ნადარაია

„წლის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ ნიშნავს, რომ ძალიან აგრესიულად გაგრძელდება წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა რეფინანსირების განაკვეთზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ადგილობრივი მაკროეკონომიკური გარემო იძლევა განაკვეთის შემცირების საშუალებას. იმიტომ, რომ სავალუტო შემოდინებები ძლიერია და ჩვენ ვერ ვხედავთ ლარის კურსზე წნეხს“.
„წლის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ ნიშნავს, რომ ძალიან აგრესიულად მოხდება წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება. ადგილობრივი მაკროეკონომიკური გარემო იძლევა განაკვეთის შემცირების საშუალებას. იმიტომ, რომ სავალუტო შემოდინებები ძლიერია და ჩვენ ვერ ვხედავთ ლარის კურსზე წნეხს. თებერვალში ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 80 მლნ დოლარი შეისყიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე კვლავ ჭარბი დოლარის მიწოდებაა. მაშინ რატომ არ არის ლარის განაკვეთი კიდევ უფრო დაბალი? ამის ერთადერთი ახსნა დოლარის და ევროს განაკვეთებია“, – აცხადებს ოთარ ნადარაია.
ს მთავარმა ეკონომისტი ამბობს, რომ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ობიექტური მიზეზების გამო შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს მონეტარული განაკვეთის შემცირება-არშემცირების გადაწყვეტილება.
„საერთაშორისო მასშტაბით დოლარის როლიდან გამომდინარე, ჩინეთიც კი თავის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე ითვალისწინებს, რამდენია ამერიკის დოლარის განაკვეთი. ამ მხრივ პოზიტივია, რომ დოლარის და ევროს განაკვეთები პიკზეა და კონსენსუსია, რომ წელს ორივე დაიწყებს შემცირებას, თუმცა ეტაპობრივად“, – ამბობს ოთარ ნადარაია.