წლის დასაწყისიდან რუსი მილიარდერები $18,3 მლრდ-ით გამდიდრდნენ – DW

რუსმა მილიარდერებმა, სანქციების მიუხედავად, წლის დასაწყისიდან $18,3 მლრდ გამოიმუშავეს. ყველაზე მეტად გაიზარდა Еврохим-ისა და СУЭК-ის დამფუძნებლის ანდრეი მელნიჩენკოს ქონება. ამის შესახებ Deutsche Welle Bloomberg Billionaires Index-ზე დაყრდნობით იუწყება.
Bloomberg-ის მონაცემებით, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, 2024 წლის დასაწყისიდან 25 რუსი მილიარდერის მთლიანი ქონება $18,3 მლრდ-ით გაიზარდა. Еврохим-ისა და СУЭК-ის თანადამფუძნებელმა ანდრეი მელნიჩენკომ 2024 წელს ყველაზე მეტი გამოიმუშავა – $5,29 მლრდ. მელნიჩენკოს მთლიანი ქონება $24,1 მლრდ-ს შეადგენს.
წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ზარალი USM Holdings-ის დამფუძნებელმა ალიშერ უსმანოვმა განიცადა. 3 თვეში მისი ქონება $2,8 მლრდ-ით შემცირდა $18,3 მლრდ-მდე.
უმდიდრესი რუსების რეიტინგი ასეთია:
„ნორნიკელის“ თანამფლობელი ვლადიმერ პოტანინი (წლის დასაწყისიდან მისი ქონება გაიზარდა $768 მლნ-ით, $31,8 მლრდ-მდე);
НЛМК-ის ბენეფიციარი ვლადიმერ ლისინი (პლუს $2,91 მლრდ, 26,9 მლრდ-მდე);
Новатек-ის თანამფლობელი ლეონიდ მიხელსონი (მინუს 747 მლრდ, 26,7 მლრდ-მდე);
LUKOIL-ის თანამფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი (პლუს 1,79 მლრდ, 26,4 მლრდ-მდე);
Северстал-ის ბენეფიციარი ალექსეი მორდა (პლუს 3,75 მლრდ, 24,6 მლრდ-მდე);
Онэксим ჯგუფის მფლობელი მიხაილ პროხოროვი (პლუს 1,38 მლრდ, 17,1 მლრდ-მდე);
Альфа-Групп-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი (პლუს 1,21 მლრდ, 13,5 მლრდ-მდე);
Новатека-ს და Сибура-ს თანამფლობელი გენადი ტიმჩენკო (მინუს 1,45 მლრდ, 12,7 მლრდ-მდე).