ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.4 მლრდ დოლარის დონეზეა მოსალოდნელი (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს), – ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 1.5%-ით შემცირდა 281.1 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 1.1%-იანი კლების შემდეგ.
ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+11.5%, მთლიანის 45.9%), აშშ-დან (+20.6%, მთლიანის 18.1%) და ისრაელიდან (+23.1%, მთლიანის 7.5%).
ამასთან, ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-44.5%, მთლიანის 12.2%) და ყაზახეთიდან (-53.8%, მთლიანის 2.7%).
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 20.6%-ით შემცირდა და 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.