2024 წელს, საბაზო სცენარით ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები – ეკონომიკის ზრდა, ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთები და ლარის გაცვლითი კურსი – ბოლო წლების მნიშვნელოვანი მერყეობების შემდეგ, უფრო ნორმალიზდება. ამის შესახებ, თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში „2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“ არის ნათქვამი.
საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდა 5.6%, ინფლაცია 4.1%, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%, 1 ევრო – 1.12 დოლარი, 1 დოლარი – 2.75 ლარი, ხოლო 1 ევრო 3.08 ლარი იქნება.
გარდა ამისა, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, 2024 წელს მსოფლიოში, ცენტრალური ბანკების მიერ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი.
