წლევანდელი „დიდი ოცეულის“ სამიტის მთავარი თემა გლობალური კრიზისია

სახელის მიუხედავად, „დიდი ოცეული“ 21 წევრისაგან შედგება. მასში შედის 19 ქვეყანა: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, მექსიკა, , , სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, თურქეთი და შეერთებული შტატები. მათზე მოდის გლობალური მშპ-ს 85 პროცენტი და მსოფლიო ვაჭრობის სამი მეოთხედი. ამ ქვეყნების გარდა, ჯგუფში კიდევ ორი წევრია: ევროკავშირი და აფრიკის კავშირი. ეს უკანასკნელი G20-ში გასულ წელს მიიღეს.
„დიდი ოცეულის“ შექმნა 1999 წელს გადაწყდა და ჩანაფიქრის მიხედვით, ის უნდა გამხდარიყო ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტების პლატფორმა ორი წლით ადრე გაჩენილი ფინანსური კრიზისის წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული ქმედებების განსახორციელებლად. გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, 2008 წლიდან, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები ყოველწლიურად იკრიბებიან საერთაშორისო ეკონომიკური საკითხების განსახილველად. ისინი ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვა, სოციალური სამართლიანობა, კულტურა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და კორუფციასთან ბრძოლა.
ბრაზილია, რომელიც წელს G20-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, პრიორიტეტს ანიჭებს შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმას და კლიმატის საკითხებს. რიო დე ჟანეიროს სამიტს -ს და ჩინეთის პრეზიდენტები, და სი ძინპინი, ასევე სხვა ლიდერები დაესწრებიან.
რუსეთის პრეზიდენტი, , რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) უკრაინის ომთან დაკავშირებით დაკავების ორდერი გასცა, სამიტის მუშაობაში არ მონაწილეობს. რიო დე ჟანეიროში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, შეცვლის.
რუსეთის ომმა ში „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის უთანხმოება გამოიწვია. ბოლო ორ შეხვედრაზე, ბალიში (2022) და ნიუ დელიში (2023), ლიდერების ტრადიციული „ოჯახური ფოტოს“ – მათი ერთიანობის სიმბოლოს – გადაღება, ამ ომისადმი განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ვერ მოხერხდა.
წყარო: 1 არხი