ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის „კოპერნიკის“ (C3S) მონაცემებით, წლევანდელი აგვისტო დაკვირვებების ისტორიაში მესამე ყველაზე ცხელი თვე გახდა. ამ თვეში ტემპერატურა 1991-დან 2020 წლამდე პერიოდის საშუალო მაჩვენებელზე 0.49°C-ით მეტი იყო. C3S-ის მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წლის აგვისტო 0.22°C-ით უფრო დაბალი იყო, ვიდრე 2023 და 2024 წლებში დაფიქსირებული ორი ყველაზე თბილი აგვისტო.
ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით, გასული თვე 1.29°C-ით უფრო თბილი იყო. C3S-ის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში, 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის აგვისტომდე, ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე 0.64°C-ით და ინდუსტრიამდელ დონეზე 1.53°C-ით მაღალი იყო.
ვრცლად euronews – ზე
