წიტაიშვილს თურქეთის სუპერლიგის კლუბი იწვევს

თურქული BBN Haber-ი იტყობინება, რომ „კონიასპორი“ შეტევის გაძლიერებას აპირებს, სერიოზულად დაინტერესდა საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელით, გიორგი წიტაიშვილით და ტრანსფერის სწრაფად განხორციელებას იმედოვნებს, რასაც გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან.
წიტაიშვილი კონტრაქტით ჯერ კიდევ კიევის „დინამოსთანაა“ დაკავშირებული, გასულ სეზონში კი იჯარის წესით ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა.
„კონიასპორი“ გასულ სეზონში სუპერლიგაში მე-16 ადგილზე გავიდა და ქვედა დივიზიონში გავარდნას გადაურჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში