წიტაიშვილმა თავისი მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა

გიორგი წიტაიშვილს კიევის “დინამოსთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ბათუმის “დინამოში” თამაშობს და თავისი მომავლის შესახებ კომენტარი უკრაინულ მედიასთან გააკეთა:
“ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. ჩემი მიზანი თავდაჯერების დაბრუნებაა. ზაფხულამდე მნიშვნელოვანია ბევრი სათამაშო დრო მივიღო და კარგი სტატისტიკა გავიკეთო. შემდეგ კი გამოჩნდება. არ ვიცი, რას მეტყვიან, რადგან კიევის “დინამოს” ვეკუთვნი.
არ ვიცი, რას გადაწყვეტენ – ჩემს დაბრუნებას მოისურვებენ, გაყიდვას, თუ ისევ იჯარით გაშვებას. იგორ სურკისს (კიევის დინამოს პრეზიდენტი) დაველაპარაკებით და დავინახვთ, რა იქნება. რა თქმა უნდა,
გეგმები არსებობს, მაგრამ აფიშირება არ მინდა და თავს შევიკავებ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში