წიტაიშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებულ “გრანადაში” გააგრძელებს.
ideal.es-ის ცნობით, წიტაიშვილი ხუთშაბათს ჩავა დანიშნულების ადგილზე, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლების გარეშე გაუფორმებენ.
გიორგი 2025 წლის ზაფხულამდე კონტრაქტით კიევის “დინამოსთანაა” დაკავშირებული, გასულ სეზონში კი იჯარის წესით ბათუმის “დინამოში” თამაშობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში