წიტაიშვილის ტრანსფერს „ნაპოლიც“ განიხილავს, „ჰოფენჰაიმი“ დიდ თანხას იხდის – foot01

მომაჯადოებელი დრიბლინგითა და თამაშის გამწვავების უნარით, გიორგი წიტაიშვილი „ლიონის“ სამიზნეა. თუმცა, ქართველი შემტევით კვარაცხელიას ყოფილი კლუბი „ნაპოლიც“ დაინტერესდა, ხოლო ბუნდესლიგის „ჰოფენჰაიმი“ მზადაა, სერიოზული თანხა გადაიხადოს – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა foot01 წერს.
„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ივნისში თავისუფალი აგენტი გახდება, ლიგა 1-ს უკვე კარგად იცნობს – „ლიონისთვის“ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება მიუღებელია. ს „დინამოდან“ იჯარით წასული ში არ დაბრუნდება. მისი კონტრაქტი ივნისში იწურება და ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს. წიტაიშვილის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს „ლიონმა“ და „ლილმა“.
ამავე დროს, კვარაცხელიას თანამემამულის შეძენა „ნაპოლიმაც“ გადაწყვიტა. იტალიურმა კლუბმა ტრანსფერის მოსაგვარებლად პირდაპირი გზა იცის. ორ ქართველ ფეხბურთელს ერთი და იგივე აგენტი ჰყავს, რაც პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კონტაქტს გაუადვილებს.
„ლიონს“ შეუძლია წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრით დააინტერესოს. თუმცა ამ გუნდის ამოცანა რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მატჩებში ქართველ ფეხბურთელს გერმანული კლუბებიც აკვირდებოდნენ და „ჰოფენჰაიმს“ მისი დამატება ძალიან მიმზიდველ ფასად სურს“, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა.
პირველი არხი