წიტაიშვილის საგოლე გადაცემა – კაცნაკლულმა “გრანადამ” სტუმრად “ეიბართან” ფრეს მიაღწია [VIDEO]

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეერთე ტურში „გრანადა“, რომელიც 64-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა, გასვლაზე „ეიბარს“ დაუზავდა – 1:1.
სტუმართა გუნდის შემტევი გიორგი წიტაიშვილი 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და საგოლე გადაცემა გააკეთა – მის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გოლი პაბლო ინსუამ გაიტანა. ქართველის თამაში flashscore-მ 7.4 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი 6.8 ქულით.
წიტაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 17 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„გრანადა“ ამ მომენტისთვის 33 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 3 იანვარს თასზე სახლში „ხეტაფესთან“ გამართავს.
ეიბარი – გრანადა 1:1
გოლები: 1:0 პუერტასი (15), 1:1 ინსუა (82)
გაძევება: ონგლა (64, გრანადა)
ვიდეო: სილქ უნივერსალი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში