სეგუნდა დივიზიონის ოცდამეოთხე ტურში „გრანადამ“ საკუთარ მოედანზე „ხიხონი“ 3:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა 86-ე წუთამდე ითამაშა და გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ლამაზი დრიბლინგის შემდეგ ბურთი ძელს გაარტყა. მისი გარჯა Sofascore-მ 7.1 ქულით შეაფასა, flashscore-მ კი 7.0 ქულით.
„გრანადა“ 37 ქულით მერვე ადგილზეა და 31 იანვარს გასვლაზე „ელდენსეს“ დაუპირისპირდება.
გუშინ „ლევანტემ“ ტრავმირებული გიორგი ქოჩორაშვილის გარეშე ლა-კორუნიაში „დეპორტივოს“ 2:1 სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა.
გრანადა – ხიხონი 3:1
გოლები: 1:0 ბოიე (28, პენ), 2:0 ონგლა (67),
2:1 ოტერო (83, პენ), 3:1 ლამა (90)