“წინ დიდი ამბები გველის… ქოცების სიგიჟე უსაზღვროა!” – კახა მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია:
,გლობალური ომის პარტიის” ქცევით ,,აღშფოთებულ” ს ჯერ არ უთქვამს, ჩემთვის უნდა ესროლათ და შემთხვევით ტრამპს ესროლესო…
მე და ტრამპი ერთმანეთში ავერიეთ ,,გლობალური ომის პარტიასო” … ან მე ამცდა და ტრამპს მოხვდაო… არ უთქვამს?! დააცადეთ, იტყვის!!! მგოსანმა კი ყველას დაასწრო და უკვე ბრძანა, თან ,,პოეტურად”: ტრამპს ეროლეს და ლიბერალიზმს მოარტყესო… ძალაუფლების დაკარგვის შიშით შებყრობილი ქოცების სიგიჟე უსაზღვროა!!!… არ გამიკვირდება, ქოცებმა ,,გლობალური ომის პარტიის” ოფისი სადმე, გლდანის მეორე მიკრორაიონში შემთხვევით აღმოაჩინონ და დონალდ ტრამპზე განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზებაში ,,გლობალური ომის პარტიის” ,,ქვედანაყოფი” ,,კოლექტიური ნაცმოძრაობა” დაადანაშაულონ … ,,დაწყევლილი ქვეყანა”… ეს ფრაზა, სამებაში ,,მოღვაწე” თეიმურაზ ბერიშვილის ბაგეთაგან გადმოფრქვეული ლაიტმოტივად გასდევს და კვებავს მთელ ამ სიგიჟეს… კრემლის ქართული დივიზია ,,ლიბერალურ ფაშიზმთან” ბრძოლის არდშია!!! წინ დიდი ამბები გველის… არადა, ზარქუას რომ ვუსმენ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, როგორ შესძლო ერთ დროს ყველასთვის უცნობმა წალენჯიხელმა ბიჭმა, დროის ამ მცირე მონაკვეთში შეთქმულების თეორიის მწვერვალთან ერთად ფსიქოანალიზისა და იურისპრუდენციის მწვერვალებიც დაეპყრო?!… თუმცა, რა არის გასაკვირი, ამ ქვეყანაში?! ,,გლობალური ომის პარტიის” პარალელურად, ნიცშეს ,,დაპირისპირებული” ოლიგარქისა და ,,ზოგადად ფროიდი” თბილისის მერის მმართველობის პირობებში, ყველაფერია მოსალოდნელი…
P.S. ხო, ბიძინა ივანიშვილს თუ დავუჯერებთ, ომი ში რუსეთს არ დაუწყია, ,,საწყალმა” ვოვამ ,,გლობალური ომის პარტიის” ბრძანება შეასრულა მხოლოდ…