“წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას” – პრეზიდენტმა ბაიდენმა ერს მიმართა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან ერისადმი მიმართვისას თქვა, რომ ის „ჩირაღდნას ახალ თაობას გადასცემს“.
ერისადმი მიმართვისას, ბაიდენმა ამერიკელებს პირველად აუხსნა, რატომ გადაწყვიტა, მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის აღარ ებრძოლა.
„გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას. ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზა ეს არის“ – განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა გადაწყვეტილება მისი პარტიის წევრების, დემოკრატების მხრიდან რამდენიმე კვირიანი ზეწოლის ფონზე მიიღო.
“მე ვეთაყვანები ამ კაბინეტს, მაგრამ ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს“, – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენი განზე განდგომისკენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპმთან ცუდად ჩატარებული დებატების შემდეგ, მოუწოდებდნენ, რამაც კითხვები გააჩინა მის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
„დიდებული რამ ამერიკის შესახებ ისაა, რომ აქ მეფეები და დიქტატორები არ მართავენ. ხალხი მართავს. ისტორია თქვენს ხელშია. ძალაუფლება თქვენს ხელშია. ამერიკის იდეა – თქვენს ხელშია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ერისადმი მიმართვისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა, ასევე ისაუბრა ვიცე-პრეზიდენტ ს შესახებ, რომელსაც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატატ წარდგენისთვის მხარი მალევე დაუჭირა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის აღარ იბრძოლებდა.
„სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ამერიკელი ხალხი, ამერიკის მომავლის კურსს ირჩევს“, – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა თქვა, რომ დარჩენილ ექვს თვეში, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს. ხუთშაბათს ის ს პრემიერ-მინისტრს ს შეხვდება ღაზის სექტორში, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების თაობაზე.
ბაიდენის პოლიტიკური კარიერა 1972 წელს 29 წლის ასაკში დაიწყო, როცა ის სენატორად აირჩიეს და გახდა მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი სენატორი. ის თეთრ სახლში 2025 წლის 20 იანვარს დაასრულებს თავის ვადას, როგორც ყველაზე ხანდაზმული ამერიკის პრეზიდენტი, როცა 82 წელი შეუსრულდება.