“წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე – მე არავის ჰუმანურობა არ მჭირდება” – ანდრო ჭიჭინაძე კობახიძეს

პოლიტპატიმარმა, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, თქვა:
“დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერმინისტრმა პირდაპირ დაგვადანაშაულა ჩვენ იმაში, რასაც პროკურატურა გვედავება. პირდაპირ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, რითაც დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე. მე არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რამე პასუხისმგებლობა არის საჭირო, რომ დამეკისროს, ეს უნდა გააკეთოს სასამართლომ. როცა ადამიანს შეუძლია, რომ ქალს, პატიმარ ქალს ცილისწამებით და ტყუილით შეეხოს და როცა შეუძლია, რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკა, ეს არის არაკაცობა და მეტი არაფერი. დავამატებ კიდევ ერთს, აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კიდევ ერთი რამ, ეს უკვე სხვებს ეხება და მიმხვედრი მიხვდება, სანამ რაღაცას დააპირებთ და ცდით, უნდა იცოდეთ, ვისთან ცდით და ვისთან ბედავთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა