,, წინასწარ მეშინია კომენტარების…” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი ედისონ რისერჩის კვლევებზე:
,,გამოქვეყნდა მორიგი სოც. კვლევის შედეგები, რომელიც საკმაოდ დამაიმედებელია.
აქ მთავარია, რომ ხელისუფლებას საქმე ცუდად აქვს და ეს მონაცემი ვფიქრობ ობიექტურად არის კვლევაში ასახული.
სკეპტიციზმი, რომელიც შესაძლოა შიდა ოპოზიციურ გადანაწილებას შეეხებოდეს, დღეს არ არის აქტუალური და ამ თემაზე აპელირებით ერთმანეთში კინკლაობა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია. ამიტომ, ყველას ვთხოვდი, კომენტარებში ძირითადად ხელისუფლების სისუსტეზე კონცენტრირდეს. აჩვენებს პარტიებიდან რეალურად ვინ სად არის.
არის კიდევ ერთი “სკეპტიკური” განზომილება – “ვიღაცა პოსტ-საარჩევნოდ ქოცებთან შექმნის კოალიციას”.
მინდა გითხრათ, რომ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ბიძინას მითოლოგია დგას აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. შესაბამისად პოლიტიკური პარტნიორის საჭიროება მისთვის მარცხის ტოლფასია და მთლიანად ანგრევს მის მიერ შექმნილი სისტემის სტრუქტურას.
რომც წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცა მას შეეკრა.
ერთადერთი განსხვავება ნაცებსა და ქოცებს შორის ხედვის ფოკუსია – ჩრდილოეთი, თუ დასავლეთი.
თუ კოალიციის შექმნის ფასი ფოკუსის დასავლეთისკენ გასწორება იქნება, შესაბამისი გარანტიებით და ძალაუფლების პარიტეტის საფუძველზე გადანაწილება?
ამომრჩევლის უმრავლესობისთვის ნაცებთან კოალიცია არანაკლებ მიუღებელია, ვიდრე ქოცებთან.
ამიტომ, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ლოგიკით, ვინც მეტს “გადაიხდის” ძალაუფლების გადანაწილების და ნამდვილი ევროპული რეფორმების სახით, იმას ვესაუბრებოდი.
წინასწარ მეშინია კომენტარების…თუმცა, მიჩვეული ვარ…”