“პირველ არხზე” სპორტული გადაცემის სტუმარი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
ჯუღელის თქმით, ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუდის არაბეთში გადაბარგდება.
“თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა, ხვიჩა წავა “რეალში”, “ბავარია”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი”, ამ გუნდებს სიტყვაზე გეუბნებით.
ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. ხვიჩას სურს, რომ სულ ზემოთ იყოს და ასეც იქნება”, – განაცხადა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, ოსიმენმა “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, გამოსასყიდ თანხად კი 130-140 მილიონი განისაზღვრება.
ოსიმენი სად წავა, ფულზე დახამდება და არაბებთან ითამაშებს, ხვიჩა უფრო კაო ტიპია, ამის თქმა კვარას აგენტისგამ მგონი ცოტა უხერხულია. მინიმუმ კავარას და ოსიმენის ურთიერთობაზე შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს. ჯუღელმა კვარას 1.5 მილიონიან კონტრაქტს მიხედოს ჯობია.