წინასწარი შედეგებით, მოლდოვაში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა ხმა ევროკავშირში გაწევრიანების კურსის წინააღმდეგ მისცა, საპრეზიდენტო არჩევნებში კი მაია სანდუ ლიდერობს

მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ხმა ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა.
მედიის ინფორმაციით, მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 96%-ის დათვლის შემდეგ გამოქვეყნებული კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 50,75 პროცენტმა მხარი არ დაუჭირა მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების კურსს, მომხრე კი მოქალაქეების 49,25 პროცენტი აღმოჩნდა.
მოლდოვას მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ „დიახ“ ან „არა“ კითხვაზე: „ემხრობით თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“.
რაც შეეხება საპრეზიდენტო ს წინასწარ შედეგებს, მასში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 35 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მისი ოპონენტი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლოა რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური „სოციალისტების“ პარტია უჭერს. წინასწარი შედეგების მიხედვით, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.
შეგახსენებთ, მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად გუშინ გაიმართა.