წინასწარი შედეგებით, ბრანდენბურგის არჩევნებში ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს

გერმანიაში, ბრანდენბურგის მხარის ადგილობრივ საპარლამენტო (ლანდსტაგის) არჩევნებში ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მცირე უპირატესობით გერმანიის მოქმედი ხელისუფლების სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი მემარჯვენე ალტერნატივა – გერმანიისთვის (AfD) გავიდა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიის მოქმედი კანცლერის, ს მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ ხმათა 30.9%, ხოლო ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა AfD-მ 29.2%-ის მოპოვება შეძლო. ორივე პარტიამ ბოლო არჩევნებთან შედარებით 5-6%-იანი ზრდა აჩვენა.

მემარცხენე პროკრემლისტურმა პარტიამ, საჰრა ვაგენკნეხტის ალიანსმა (BSW), რომელიც ხშირად მოუწოდებს ბუნდესტაგს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებისკენ, წინასწარი შედეგებით ხმათა 13.5% აიღო.

ხმათა 12.1%-ის დაცვა შეძლო ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, ხოლო მწვანეებმა 4.1% მოიპოვეს.

ცნობისთვის, ალტერნატივა – გერმანიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე პარტიაა, რომელმაც გერმანიის ადგილობრივი ს მოგება შეძლო. AfD-მ ლანდსტაგის არჩევნები თიურინგიის შტატში 2024 წლის 1-ელ სექტემბერს მოიგო.

AfD თიურინგიის, საქსონიისა და საქსონია-ანჰალტის შტატებში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული