წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის არჩევნებში ლიდერობს მემარცხენე ალიანსი

საფრანგეთის საპარლამენტო ს მეორე ტურის წინასწარი, მოულოდნელი შედეგებით, პირველ ადგილზე გადის მემარცხენე ალიანსი – რომელიც უსწრებს ულტრამემარჯვენე ძალებს, მარინ ლე პენის “ეროვნულ გაერთიანებას”. ამ მონაცემების დადასტურების შემთხვევაში, ლე პენი ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას.
თუ ეს შედეგი დადასტურდება, პარლამენტი იქნება დაყოფილი სამ დიდ ჯგუფს შორის, მნიშვნელოვნად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებით. ამ ჯგუფებს ერთად მუშაობის ისტორია არ ჰქონიათ.
ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს არასტაბილურ პერიოდს – თუკი მემარცხენე ძალები ვერ შეძლებენ სხვა პარტიებთან გაერთიანებას თანამშრომლობისთვის.
წინასწარი შედეგებით, მემარცხენე ალიანსი მიღებს 172-დან 215 მანდატს 577 ადგილიან პარლამენტში.
ამგვარი შედეგი ყველა შემთხვევაში წამგებიანი იქნება საფრანგეთის პრეზიდენტისთვის, სთვის – რომლის ცენტრისტული ალიანსი, წინასწარი მონაცემებით, მცირე უპირატესობით გადის მეორე ადგილზე და 150-დან 180-მდე მანდატს იღებს.
მაკრონმა სამი წლით ადრე დანიშნა ვადამდელი არჩევნები მას მერე, რაც მისმა ძალებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს ივნისში, ევროპის პარლამენტის არჩევნებზე – და, როგორც ჩანს, ამ სარისკო ნაბიჯმა მისთვის არასასურველი შედეგები მოიტანა.
ეს შედეგი დიდი იმედგაცრუება იქნება მარინ ლე პენის ნაციონალისტური, ევროსკეპტიკური “ეროვნული გაერთიანებისთვისაც”.
ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანება” – რომელსაც კვირების განმავლობაში უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას – წინასწარი მონაცემებით მოიპოვებს 115-დან 155 ადგილს.
პირველადი ოფიციალური მონაცემები კვირას საღამოს უნდა გავრცელდეს.
ანალიტიკოსების თქმით, ამომრჩეველმა მაკრონი და მისი მმართველი კოალიცია დასაჯა ცხოვრების პირობების გაძვირების და გაუარესებული საჯარო სერვისების გამო – ისევე, როგორც იმიგრაციის და უსაფრთხოების პრობლემებისთვის.
ლე პენის პარტიამ მოქალაქეთა ეს წუხილი წარმატებით გამოიყენა და თავისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა ტრადიციულ არეალებს მიღმაც.
მაგრამ მემარცხენე ალიანსმა, როგორც ჩანს, მოახერხა ულტრამემარჯვენეთათვის პირველი ადგილის წართმევა – რაც, ნაწილობრივ, გამოიწვია შეზღუდული ფორმის თანამშრომლობამ მაკრონის ცენტრისტებსა და მემარცხენეებს შორის. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავდა ულტრამემარჯვენეთა აღზევების არდაშვებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?