წინასწარი მონაცემებით, ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წინასწარი შედეგების თანახმად, ნორვეგიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს „ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებაში დარჩება.
კერძოდ, სტორეს მემარცხენე ბლოკი 169 ადგილიან პარლამენტში 87 ადგილს მოიპოვებს, ხოლო მემარჯვენე ოპოზიციური პარტიები, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ერნა სოლბერგი ხელმძღვანელობს, 82 ადგილს დაიკავებენ.
ნორვეგიის პარლამენტში უმრაველობის მოსაპოვებლად 85 მანდატია საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი