Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონების — Galaxy Z Fold7-ისა და Galaxy Z Flip7-ის წინასწარი გაყიდვები 14 ივლისს იწყება. AI ფუნქციონალი, პრემიუმ დიზაინი, ინოვაციური კამერები — ეს Galaxy Z სერიის ახალი ერაა.
Galaxy Z Fold7 უახლესი სმარტფონია, ყველაზე თხელი და მსუბუქი Fold მოდელი 8-ინჩიანი Dynamic AMOLED ეკრანით, გაუმჯობესებული Armor FlexHinge და Armor Aluminum Frame და გარე ეკრანების დამცავი გარსით, უზრუნველყოფს გამძლეობასა და ნაკაწრებისგან დაცვას.
Galaxy Z Fold7-ს აქვს პირველი 200MP ფართოკუთხიანი კამერა Galaxy Z სერიაში, რაც უზრუნველყოფს 4-ჯერ მეტი დეტალის აღქმასა და 44%-ით უფრო ნათელ ფოტოებს.
Galaxy Z Fold7 იდეალურია, როგორც მრავალფუნქციური მუშაობისთვის, ისე შთამბეჭდავი ვიზუალური გამოცდილებისთვის.
Galaxy Z Flip7 — სუპერ-მძლავრი მოწყობილობაა FlexWindow-თი, რომელიც საშუალებას გაძლევს ნახო შეტყობინებები, გადაიღო სელფები და შეასრულო სხვა უამრავი ოპცია, ტელეფონის გახსნის გარეშე.
სმარტფონის გამორჩეული უპირატესობაა მისი კომპაქტურობა, რადგან Galaxy Z Flip7 პატარა ჯიბეშიც კი უპრობლემოდ ეტევა.
Z სერიის ორივე მოდელი აღჭურვილია Galaxy AI-ის შესაძლებლობებით, როგორებიცაა რეალურ დროში თარგმნა, მულტიმოდალური Gemini Live და Circle to Search, რაც შენს ყოველდღიურ გამოცდილებას ახალ დონეზე აიყვანს.
Galaxy AI გაძლევს შესაძლებლობას, იმოქმედო მარტივად და მიიღო საჭირო ინფორმაცია მომენტალურად — ხმოვანი, ტექსტური ან ვიზუალური კომუნიკაციის გზით.
ეს ყველაფერი არაა, თუ Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორებთან სასურველ მოდელს პირველი შეიძენ, განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებ:
· შეიძინე Galaxy Z Fold7 1TB – მიიღე Galaxy Watch 8 44mm
· შეიძინე Galaxy Z Fold7 512GB / 256GB – მიიღე Galaxy Watch 8 40mm
· შეიძინე Galaxy Z Flip7 512GB / 256GB – მიიღე Galaxy Buds 3 Pro
· შეიძინე Galaxy Z Flip7 FE 256GB – მიიღე Galaxy Buds 3
გამოსცადე ახალი AI ეპოქის უპირატესობები, გაიმარტივე ყოველდღიურობა და დასაჩუქრდი.
· გადახედვა კულტურა “რასისტები არიან” — ჯეისონ აიზეკსი ახალი სნეიპით უკმაყოფილო პოტერჰედებზე “რასისტები არიან” — ჯეისონ აიზეკსი ახალი სნეიპით უკმაყოფილო პოტერჰედებზე
· ეკონომიკა გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად – Iveria Beach-ზე Live კონცერტების სერია იწყება გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად – Iveria Beach-ზე Live კონცერტების სერია იწყება
· გადახედვა მუსიკა ოლივია როდრიგომ ფსიქოთერაპია ტურის ყველა თანამშრომელს დაუფინანსა ოლივია როდრიგომ ფსიქოთერაპია ტურის ყველა თანამშრომელს დაუფინანსა
· გადახედვა პოლიტიკა ჯიფსი გიენ-კაიზერი: მზია გაუმართლებელ პატიმრობაშია — როგორც სიმართლესა და ძალაუფლებას შორის ბრძოლის მსხვერპლი ჯიფსი გიენ-კაიზერი: მზია გაუმართლებელ პატიმრობაშია — როგორც სიმართლესა და ძალაუფლებას შორის ბრძოლის მსხვერპლი
· გადახედვა რეგიონები “ბათუმი მოლში” ევაკუაცია გამოცხადდა “ბათუმი მოლში” ევაკუაცია გამოცხადდა
