“წინასაარჩევნო სპეკულაციები” – სოხუმში კალაძეს პასუხობენ

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებაზე პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანისა და თბილისის მერის, ს განცხადებას ეხმაურება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც „მეზობელ ქვეყნებს“, ურთიერთობების ნორმალიზებაში, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით. ეს არის მოსკოვის მიერ არაერთხელ გაჟღერებული პოზიცია და მცდელობა, კონფლიქტის მხარის ნაცვლად მედიატორად იქცეს და თბილისს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, ურთიერთობებში უშუამავლოს. კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას. „რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან“.
“გვსურს, შევახსენოთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ საქართველოს ჯერ თავად აქვს რუსეთთან ურთიერთობები დასარეგულირებელი. როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ამიტომაც, წინასაარჩევნო რბოლაში “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე” სტერეოტიპებისა და მსგავსი მითოლოგიური ტერმინებით სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა ჯერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა დაიწყონ. რაც შეეხება სამომავლოდ მეზობელ ქვეყანა საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას, ჩვენი პოზიცია უცვლელია. საქართველომ უნდა აღიაროს ს რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობაზე დოკუმენტს”, – აცხადებენ დე ფაქტო სამინისტროში.