წინასაარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაშია, „ქართული ოცნება“ აქტიურად ხვდება მოსახლეობას და ვხედავთ, რომ ოპოზიცია არ არის ჩართული ამ პროცესში. მათი ლიდერები არიან ხან ევროპაში, ხან აშშ-ში, უფროსებს და დამფინანსებლებს ესაუბრებიან, იღებენ დავალებებს – ეს არის მათი ილუსტრაცია საზოგადოების თვალში

წინასაარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაშია, „ქართული ოცნება“ აქტიურად ხვდება მოსახლეობას და ვხედავთ, რომ ოპოზიცია არ არის ჩართული ამ პროცესში. მათი ლიდერები არიან ხან ევროპაში, ხან -ში, უფროსებს და დამფინანსებლებს ესაუბრებიან, იღებენ დავალებებს – ეს არის მათი ილუსტრაცია საზოგადოების თვალში
მოგეხსენებათ, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაშია, „ქართული ოცნება“ აქტიურად ხვდება 64-ვე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას. ეცნობა მათ საჭიროებებს, პრობლემებს, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ჩვენ ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად არ არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესში. მათი ლიდერები არიან ხან ევროპაში, ხან აშშ-ში, მათ უფროსებსა და მათ დამფინანსებლებს ესაუბრებიან და იღებენ მათგან დავალებებს და თუ რა დავალებებს მიიღებენ ამას ჩვენ დავინახავთ მაშინ, როდესაც ისინი საქართველოში ჩამოვლენ, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნია განაცხადა. გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები პირდაპირ გარედან იმართებიან.
„ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს , იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ როგორც საპარლამენტო ცხოვრებიდან მოვახერხეთ და გავიყვანეთ „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე არის მნიშვნელოვანი შანსი იმისა, რომ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც გავიდნენ რეალურად პოლიტიკური ველიდან და ამ ძალას „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ექნება არც ერთი ხელშესახები ბერკეტი იმისა, რომ ქვეყანას საფრთხე შეუქმნან. ისინი პირდაპირ იმართებიან გარედან. იღებენ დავალებებს, ამის მაგალითებს ჩვენ ვხედავთ ზოგ-ზოგიერთი ბრიუსელშია, ზოგი ვაშინგტონშია და ეს პრაქტიკულად არის მათი ილუსტრაცია ჩვენი საზოგადოების თვალში.
ვხედავთ, რომ 27 მუნიციპალიტეტში არ ყავთ წარმოდგენილი კანდიდატები, არ აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, არ ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, არ ისმენენ მათ პრობლემებს და შემდგომში აქვთ პრეტენზია და სურვილი იმისა, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და არჩევნები მოიგონ. 4 ოქტომბერი იქნება, თუ შემდგომი პერიოდი, საქართველოში იქნება მშვიდობა და განვითარება და ვერავინ ვერ შეძლებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნას რისკები მშვიდობის ამისთვის არსებობს კანონი, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის, შეკრების თავისუფლება, მაგრამ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გაცდება კანონის ჩარჩოებს კანონის სრული სიმკაცრით გასცემს პასუხს“,- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
Next: რადიკალური ოპოზიცია დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, რომ დავალებები მიიღონ, რა უნდა გააკეთონ არჩევნებამდე და პოსტ-საარჩევნო პერიოდში – ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან, მათთვის სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, არამედ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს