წინასაარჩევნო პერიოდში, “ქართული ოცნება” ქართველ ხალხთან აწარმოებდა კამპანიას, ხოლო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იყვნენ, შედეგმაც არ დააყოვნა: 4 ოქტომბერს დაწყებული , 4 ოქტომბერს დასრულდა “ქართული ოცნების” გამარჯვებით

წინასაარჩევნო პერიოდში, “ქართული ოცნება” ქართველ ხალხთან აწარმოებდა კამპანიას, ხოლო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იყვნენ, შედეგმაც არ დააყოვნა: 4 ოქტომბერს დაწყებული , 4 ოქტომბერს დასრულდა “ქართული ოცნების” გამარჯვებით
ვისაც გეგონათ, 4 ოქტომბერს, საღამოჟამს, ჩვენ სხვაგან ვიქნებოდით, მინდა დაგასევდიანოთ: დღეს 15 ოქტომბერია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ა, პარლამენტის თავმჯდომარე – , ხოლო, საქართველოს პრეზიდენტი – და ჩვენც აქ ვართ, საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გრეტა წიწავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საარეჩვნო კამპანიას “ქართული ოცნება” ქართველ ხალხთან აწარმოებდა, რადიკალური ოპოზიცია კი მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იმყოფებოდა, “მინდა მოგილოცოთ თქვენ, ქართველ ხალხს, თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენი გუნდის გაცხადებულმა პოლიტიკამ, ქვეყანაში მშვიდობამ და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვამ, არათუ, განამტკიცა “ქართული ოცნების” რეიტინგი, არამედ, საგრძნობლად გაიზარდა კიდევაც.
წინასაარჩევნო პერიოდში კარგად ვხედავდით, ვინ სად აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას: “ქართული ოცნება” – ქართველ ხალხთან, საქართველოში, ხოლო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იყვნენ წასულები. შედეგმაც არ დააყოვნა: 4 ოქტომბერს დაწყებული არჩევნები, 4 ოქტომბერს დასრულდა “ქართული ოცნების” გამარჯვებით და რადიკალური ოპოზიციის დამარცხებით,” – განაცხადა გრეტა წიწავამ. მისივე თქმით, ქართული ინტერესების გამტარებელ მმართველ გუნდს, საზოგადოებამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო, ისედაც მილევად რეჟიმში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას მწარე განაჩენი გამოუტანა. “ყველამ კარგად დავინახეთ, ვისაც დანახვა უნდა შინ და გარეთ, ხალხმა, ქართული ინტერესების გამტარებელ “ქართულ ოცნებას” უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო, მილევად რეჟიმში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას მწარე განაჩენი გამოუტანა, რაც საკრებულოებში მათი წარმომადგენლების კანტიკუნტობაში გამოიხატება. ასეთია იმ პარტიების ბედი, რომლებიც თავად ვერ წყვეტენ და უცხოეთიდან კარნახობენ, რა უნდა გააკეთონ ზოგადად.” – აღნიშნა გრეტა წიწავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლი ციანი – საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს

ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით