წინანდლის მამულში ქართველი თანამედროვე მხატვრის, ლია ბაგრატიონის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით “შვიდნი, მერვეს გარეშე” საგამოფენო სივრცე გვირაბშია წარმოდგენილი. გვირაბი წინანდლის მამულში მდებარე ისტორიული თაღისებრი შენობაა, რომელიც მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას ერთმანეთთან კულტურის მეშვეობით აკავშირებს. სპეციალურად ამ სივრცისთვის ლია ბაგრატიონმა 7 თიხის ფიგურა შეარჩია. თანაბარი ინტერვალებით ერთმანეთისგან დაშორებული მრავალშრიანი, მასიური ნამუშევრები დავიწყებული ისტორიის ერთგვარი ბილიკს ქმნიან და დამთვალიერებელს ინტერპრეტაციისთვის განუსაზღვრელ სივრცეს უტოვებენ. ნამუშევრებში გამოყენებული თიხა თავისთავად ინახავს ათასწლეულების მანძილზე დაგროვილ იდუმალ მეხსიერებას.
ლია ბაგრატიონი – მხატვარი – “გამოფენის კონცეფცია, რომელსაც დამთვალიერებელი აქ იხილავს სპეციალურად გვირაბისთვის შეიქმნა, ბევრი ფიქრის და შემოქმედებითი პროცესის შედეგად. მსგავსი ინსტალაცია, რომელსაც ერქვა “გზაზე” ადრე გაკეთებული მაქვს თბილისის ისტორიის მუზეუმში და იქ წარმოდგენილი ნამუშევრები გამოხატავდა რთულ და მრავალფეროვან გზას, რომლებსაც ქალები გადიან. აქ, გვირაბში ამ ქალებმა ტრანსფორმაცია განიცადეს, თითქოს სიარული შეაჩერეს და დამიწდნენ, გაქვავდნენ და მიწას მიეჯაჭვნენ, გადაიქცნენ მყიფე, გაქვავებულ სკულპტურებად. მნიშვნელოვანი იყო, რომ ნამუშევრები ამ სივრცესთან ჰარმონიულად შეზრდილიყვნენ და სხვადასხვა შრის და ფაქტურის გამოყენებით, ვფიქრობ ეს მოხერხდა.”
თანამედროვეობის გამორჩეული შემოქმედი ლია ბაგრატიონი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, არის ქართული კერამიკული ხელოვნების ფონდის თანადამფუძნებელი და კერამიკის საერთაშორისო აკადემიის (IAC-ის) წევრი ჟენევასა და შვეიცარიაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში თიხის, როგორც ტრადიციული მასალის, პოპულარიზაციაში.
წინანდლის მამულში მდებარე საგამოფენო სივრცეები მთელი წლის განმავლობაში აქტიურად არის დატვირთული. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მდებარე საგამოფენო დარბაზი ყოველ სეზონზე აკადემიურ გამოფენებს მასპინძლობს, “გვირაბში” კი თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა პროექტები იმართება. წინანდლის მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების წარმდგენია კომპანია სილქნეტი, მასპინძელი კი სილქ-ჰოსფითალითი.
მარიამ კაკაბაძე – სილქ ჰოსფითალითის არტ კურატორი – “ამჯერად წინანდლის გვირაბი ლია ბაგრატიონის ექსპოზიციას მასპინძლობს. როგორც მოგეხსენებათ ამ სივრცეში ძირითად თანამედროვე ხელოვნების პროექტები იმართება. სპეციალურად გვირაბისთვის სხვადასხვა ფაქტურისგან, კომპონენტისგან და შრისგან შეიქმნა ფიგურები, რომლებიც ეხმიანება სივრცეს და ინსტალაციის მთავარი ვერტიკალური ხაზი ისე არის აწყობილი, რომ იქმნება სისტემატიური ერთობლიობა. მონუმენტური, ხორუმივით განლაგებული ნამუშევრები განგრძობითობის შთაბეჭდილებას უტივებს დამთვარიელებეს, ფაქტურის ფერი, სისადავე და მინილამიზმი კი მხტვრული პერსპექტივის აღქმის შესაძლებლობას”.
თანამედროვე ხელოვნების ინსტალაცია გვირაბში 30 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.
თანამედროვე ხელოვნება წინანდლის მამულში
წინანდლის მამულში მდებარე საგამოფენო სივრცე გვირაბში თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ლია ბაგრატიონის მონუმენტური, თიხისგან დამზადებული ფიგურების ნახვის შესაძლებლობა, თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს ადრეც ჰქონდათ, როდესაც მხატვარმა გამოფენა ისტორიის მუზეუმში გამართა. იქ წარმოდგენილი კონცეფცია გზაზე მიმავალი 8 განსხვავებული ქალის ისტორიას გამოხატავდა. გვირაბში ამ ქალებმა ტრანსფორმაცია განიცადეს, ერთი ქალი გზაზე მათ ჩამორჩა კიდეც და ამიტომაც დაერქვა აქ წარმოდგენილ ექსპოზიციას “შვიდნი, მერვეს გარეშე”. “გვირაბი” პანთეონს მოგვაგონებს, სადაც 3 მეტრიანი თანაბარი ინტერვალებით დაშორებული ფიგურები მუდმივი გამეორების ილუზიას ქმნიან. აქ იკითხება მონანიების, მეხსიერების, გამძლეობის, ტრავმის, ქვეცნობიერი ფიქრების მეტაფორა. მათ მდუმარების და მარტოობის მოწმეებად აღიქვამს მნახველი.
ძირითადი მასალა, რომელსაც ლია ბაგრატიონი თავის ნამუშევრებში იყენებს – თიხაა, თიხა კი თავისთავად ინახავს ათასწლეულების მანძილზე დაგროვილ იდუმალ მეხსიერებას.
მარიამ კაკაბაძე – გამოფენის კურატორი – “ამჯერად წინანდლის გვირაბი ლია ბაგრატიონის ექსპოზიციას მასპინძლობს და სპეციალურად ამ სივრცისთვის სხვადასხვა ფაქტურისგან, კომპონენტისგან და შრისგან შეიქმნა ფიგურები, რომლებიც ეხმიანება ამ სივრცეს და ინსტალაციის მთავარი ვერტიკალური ხაზი ისე არის აწყობილი, რომ იქმნება სისტემატური ერთობლიობა. მონუმენტური, ხორუმივით განლაგებული ნამუშევრები განგრძობითობის შთაბეჭდილებას უტოვებს დამთვალიერებელს, ფაქტურის ფერი, სისადავე და მინიმალიზმი კი მხატვრული პერსპექტივის აღქმის შესაძლებლობას”. თანამედროვეობის გამორჩეული შემოქმედი ლია ბაგრატიონი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, არის ქართული კერამიკული ხელოვნების ფონდის თანადამფუძნებელი და კერამიკის საერთაშორისო აკადემიის (IAC-ის) წევრი ჟენევასა და შვეიცარიაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში თიხის, როგორც ტრადიციული მასალის, პოპულარიზაციაში.
მხატვარი ყოველთვის ახერხებს ზუსტად გადმოსცეს სათქმელი, ამავდროულად მაყურებელს განუსაზღვრელ სივრცეს უტოვებს.
თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების წინანდლის გვირაბში 30 აგვისტომდე დარჩება.
წინანდლის მამულში საგამოფენო სერიების ტრადიციული წარმდგენი სილქნეტია. კომპანიის მხარდაჭერით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა არაერთ გამოფენას იმასპინძლა. გასულ სეზონზე აქ აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის და გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის გამოფენები გაიმართა. საგამოფენო სივრცე გვირაბში კი ძირითადად თანამედროვე ხელოვნების პროექტებია წარმოდგენილი. ღონისძიებების მასპინძელია – სილქ ჰოსფითალითი.
