„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ქართველ დიპლომატებთან და ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ქართველ დიპლომატებსა და ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებოდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, მ განაცხადა, განსახილველი საკითხი “MEGOBARI აქტი” და მიმდინარე პროცესები იყო.
“MEGOBARI აქტი” უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერას ისახავ მიზნად, დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ნაბიჯები დაიგეგმა, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო ფლანგზე ჩვენი მუშაობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 9 მაისს ბევრნი ვიყოთ, რადგან ამ აქტს სჭირდება აქციაზე ჩვენი ბევრი ყოფნა, რათა უფრო დაჩქარდეს ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელიაც. მისი შეფასებით, შეხვედრაზე ყველა ძირითადი გამოწვევა განიხილეს, რომელიც ქვეყანას აქვს.
“შეხვედრა გვქონდა ქართველ დიპლომატებთან, რომლებიც ათეულობით წელია საქართველოს ემსახურებიან. ჩვენ გავიარეთ ყველა ძირითადი გამოწვევა, მათ შორის საერთაშორისო მიმართულებით. დავთქვით მეტი თანამშრომლობისა და კოორდინაციის გზები და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საერთაშორისო კომუნიკაცია და ქართველი ხალხის დემოკრატიული ხმის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ეფექტური იყოს და კიდევ უფრო ძლიერი გახდეს”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება